აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ზე რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომია.
"თავიდანვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას გახანგრძლივებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტად განიხილავს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ძალებს შორის - აშშ-ს, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის - და ის უნდა დასრულდეს", - განაცხადა მარკო რუბიომ.
მარკო რუბიო, წინასააღდგომო მარხვის დაწყების ნიშნად, Fox News-ზე შუბლზე გამოსახული ჯვრით მივიდა. ცნობისათვის, ქრისტიანულ კონფესიებში დიდმარხვის პირველ დღეს "ფერფლის ოთხშაბათს" უწოდებენ და შუბლზე ნაკურთხი პალმების დაწვისგან მიღებული ფერფლისგან შუბლზე ჯვარს ისახავენ.