ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას უფლება აქვს დადოს უსაფრთხოების შეთანხმებები არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან, არამედ სხვა სახელმწიფოებთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, სხვა ქვეყნებთან თავდაცვის ალიანსებში შევიდეს.
და ეს მხოლოდ NATO-ს არ ეხება - აშშ-ს ასეთი ალიანსები აქვს სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან და ცალკეული ქვეყნებიც მსგავს ალიანსებს ქმნიან ერთმანეთთან.
"ამგვარად, ყველა აღიარებს - თუნდაც რუსული მხარე პირველად, პრეზიდენტ ტრამპის ზეწოლის ქვეშ ან წინადადებით - რომ სინამდვილეში უკრაინას აქვს უფლება, კონფლიქტის დასრულების შემდეგ სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებები დადოს", - აღნიშნა რუბიომ.