შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და ევროპის ქვეყნებმა შექმნეს ერთობლივი კომისია, რომელიც შეიმუშავებს წინადადებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის თაობაზე. ამის შესახებ Axios ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
კომისიას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს და მას უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები დაესწრებიან.
წყაროების ცნობით, კომისიის წევრები მომდევნო დღეების განმავლობაში უსაფრთხოების გარანტიების სრული დატვირთვით იმუშავებენ.
"შესაძლოა, კვირის ბოლოსთვის მკაფიო არქიტექტურა გვქონდეს"', - განუცხადა გამოცემას წყარომ.