უკრაინამ უნდა ჩათვალოს, რომ ომის შემდეგ ვეღარასდროს მოხდება მათზე თავდასხმა, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო Fox News-თან ინტერვიუში განაცაა.
"ჩემი აზრით, ყველას ესმის, რომ ამის მისაღწევი ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია, რომ უკრაინამ სამომავლოდ უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი. არსებითად, მათ უნდა ჩათვალონ, რომ ომის დასრულების შემდეგ იქნებიან ისეთ პოზიციაში, რომ ვეღარასდროს მოხდეს მათზე თავდასხმა", - განაცხადა რუბიომ.