ერ-რიადში დასრულებული აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ კონფლიქტის დასრულებისთვის საჭიროა, რომ ამას დათანხმდეს მისი მონაწილე ყველა მხარე.
„მნიშვნელოვანია ორი რამის გაგება. პირველი, <რომ>ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება, რომელსაც შეუძლია ხალხის გაერთიანებაც კი, რათა ამაზე სერიოზული საუბარი დაიწყოს, არის პრეზიდენტი ტრამპი.
მეორე, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ კონფლიქტი რომ დასრულდეს, საჭიროა ამას დათანხმდეს მისი მონაწილე ყველა მხარე; ეს მათთვის მისაღები უნდა იყოს“, - აცხადებს მარკო რუბიო.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა იყო „პირველი ნაბიჯი გრძელ და რთულ გზაზე“ და კონფლიქტის დასასრულებლად საჭირო იქნება ყველა მხარისგან დათმობებზე წასვლა, თუმცა არ იქნებოდა სწორი ამის (კონკრეტული დათმობების - „აიპრესი“) წინასწარ განსაზღვრა“.
მარკო რუბიო მოლაპარაკებებში ევროკავშირის სამომავლო მონაწილეობაზე საუბრისას ამბობს, რომ რაღაც მომენტში ევროკავშირს მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და გადაკვრით მიანიშნებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე.
ევროკავშირს რაღაც მომენტში მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რადგან უკრაინაში ომის გამო მან სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, - განაცხადა მარკო რუბიომ.