აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ აშშ-ს აღარ შეუძლია "მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრა".

„მსოფლიოში ბევრი რამ არის, რაც ყურადღების ღირსია. ბევრი საშინელი რამ ხდება. აშშ-ს ყველა პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული ინტერესების პრიორიტეტი", - განაცხადა მან წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით აშშ-ის წინა ადმინისტრაცია "უპასუხისმგებლოდ მოიქცა რუსეთთან მოლაპარაკებების სამი წლით გაყინვით".

"შეერთებულ შტატებს რუსეთთან მოლაპარაკება სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს არასწორი გათვლები და კონფლიქტები, თუმცა მეგობრული ურთიერთობები გაუმჯობესდება, თუ პირობები შეიცვლება", - აღნიშნა რუბიომ.