პარტნიორებთან ვმუშაობთ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის ბატარეების გადაცემისთვის, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სენატში მოსმენის დროს განაცხადა.

"უკრაინელებმა საჰაერო თავდაცვის სისტემები გვთხოვეს. Patriot-ის ერთეულები, რაც ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენ პარტნიორებთან NATO-ში, რომლებსაც აქვთ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ბატარეები და შეუძლიათ, გადასცენ უკრაინას, რათა კიევის და სხვა ადგილების საჰაერო სივრცე დაიცვან. ვმუშაობთ პარტნიორებთან ამ სისტემების [უკრაინისთვის] მიწოდებაზე. როგორც ხვდებით, არცერთ ქვეყანას არ უნდა თავისი Patriot-ის სისტემის დათმობა, მაგრამ ჩვენ მათ ასე სწრაფად ვერ ვაწარმოებთ და უკრაინაში ერთ-ერთი პრობლემაა, რომ საბრძოლო მასალა ძალიან მალე იხარჯება", - განაცხადა მარკო რუბიომ.