ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი განცხადება საქართველოზე და ახალი ადმინისტრაციის პოზიცია. 

კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მარკო რუბიომ ამერიკის მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა და კითხვაზე პასუხად თავად დასვა კითხვა: "არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს." სახელმწიფო მდივანი არ აკონკრეტებს რას გეგმავს ვაშინგტონი, თუმცა ადასტურებს, რომ საკითხი აქტიურად განიხილება.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ელოდება რა რეკომენდაციებს მიიღებს ადგილობრივი ამერიკული ოფისებიდან და ბიუროებიდან და ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება.

ეს პასუხია კონგრესმენ ჯო ვილსონის კითხვაზე, რომელმაც სახელმწიფო მდივანს მოსთხოვა ესაუბრა იმაზე თუ რა ფასი უნდა გადაახდევინოს ანტიამერიკულ "ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო დეპარტამენტმა.

"მეგობარი აქტის" ერთ-ერთი ავტორის კითხვაში, ასევე ნახსენები იყო არჩევნების გაყალბება და ჩინეთის ინტერესები.