NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

როგორც მარკ რუტე ამბობს, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის საკითხები განიხილა.

"სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს NATO-ში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს", - წერს მარკ რუტე სოციალურ ქსელში.

თურქული მედიის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივანი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანსაც შეხვდა.