NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დამოკიდებულია მისი წევრების კონსენსუსზე და არა რუსეთის პოზიციაზე. ამის შესახებ რუტემ El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის ალიანსში წევრობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის კომენტირებისას, რუტემ განაცხადა, რომ "რუსეთს არ აქვს ხმის ან ვეტოს უფლება იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს NATO-ს წევრი.
"მაგრამ ალიანსში წევრობა ერთსულოვნებას მოითხოვს. ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის გზა NATO-სკენ შეუქცევადია. ამავდროულად, რამდენიმე მოკავშირემ, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა, განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია", - დასძინა მან.
გენერალური მდივნის თქმით, ტრამპის "სამშვიდობო გეგმის" კონტექსტში, უკრაინას უნდა მიეწოდოს "საკმარისად სანდო უსაფრთხოების გარანტიები", რათა რუსეთმა აღარასდროს სცადოს მასზე თავდასხმა, თუ NATO-ს წევრობა "ვარიანტი" არ იქნება.
შეგახსენებთ, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ სამშვიდობო გეგმაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ უნდა გამხდარიყო.







