NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა 2025 წლის ბოლომდე დასრულდეს. ამის შესახებ მან გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გადამწყვეტ მომენტში, NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მაშინაც კი, თუ ხელი მოეწერება შეთანხმებას ვლადიმირ პუტინის მიერ თითქმის ოთხი წლის წინ დაწყებული ომის დასრულების შესახებ, "რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში გრძელვადიან საფრთხედ დარჩება".

რუტემ შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "თებერვლიდან მოყოლებული პუტინთან ჩიხის გადალახვისა და ამ საშინელი ომის დასრულების მუდმივი მცდელობისთვის". გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა "უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების საფუძველი და კარგი საფუძველი იყო შემდგომი განხილვებისთვის".

რუტეს თქმით, წინადადება შეიცავს მყარ ელემენტებს, ასევე სხვა ელემენტებს, რომლებიც მეტ მუშაობასა და დიალოგს მოითხოვს. სწორედ ამას აკეთებენ ამჟამად უკრაინა და აშშ.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ომის დასრულება წლის ბოლომდე, მან უპასუხა:

"რა თქმა უნდა. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მსურს ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია, რათა პრეზიდენტ ტრამპის ხედვა ამ მიზნის მიღწევის შესახებ რეალობად ვაქციო. მე სრულად ვიზიარებ ტრამპის ხედვას: ეს ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს." - განაცხადა მარკ რუტემ.