NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს თურქეთსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
"ვუცხადებთ სამძიმარს ჩვენს მოკავშირე თურქეთსა და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს. ჩვენ პატივს ვცემთ მათ სამსახურს და ღრმად მადლიერი ვართ ყველაფრისთვის, რასაც თურქეთის შეიარაღებული ძალები – და ალიანსის ყველა ჩვენს სამხედრო ფორმაში მყოფი მამაკაცი და ქალი – ყოველდღიურად აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", – წერს რუტე.




