რუსეთი, შესაძლოა, 5 წელში NATO-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის მზად იყოს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

"რუსეთი შესაძლოა ხუთ წელში NATO-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის მზად იყოს.

რუსეთმა ძალები გააერთიანა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან. ისინი აფართოებენ შეიარაღებული ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება. რუსეთი თავის ძალას ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით აღადგენს, აწარმოებს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე გვეგონა", - განაცხადა მარკ რუტემ.