საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული გაერთიანების ლიდერმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ჟორდან ბარდელამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების გადაცემას, მაგრამ წინააღმდეგია შორი მანძილის რაკეტების გადაცემისა და უკრაინაში ჯარების გაგზავნის. 

"ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და კვლავ მხარს ვუჭერ უკრაინას - ჩვენ უნდა გადავცეთ უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება, საბრძოლო მასალა, მათ შორის უნდა გავუწიოთ ლოგისტიკური და ოპერატიული მხარდაჭერა, მაგრამ პრეზიდენტ მაკრონისგან განსხვავებით უკრაინაში ჯარების გაგზავნის წინააღმდეგი ვარ. ეს წითელი ხაზია",- განაცხადა ბარდელამ. 

ამის შესახებ ლე პენის პარტიის ლიდერმა პარიზში შემოგარენში გამართული Eurosatory-ის შეიარაღების გამოფენაზე განაცხადა.