საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ყოფილი თავმჯდომარის მარინ ლე პენის თქმით, რომელსაც რუსეთთან კავშირებში ამხელდნენ, ასევე გამოდიოდა ნატო–ს წინააღმდეგ, საფრანგეთი ვალდებულია, მხარი დაუჭიროს უკრაინას.

ლე პენმა პარლამენტში უკრაინის საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში უმსხვილესი გეოპოლიტიკური კრიზისი წარმოქმნა:

"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ერს, რომელიც რუსეთის აგრესიას იგერიებს. ეს არის უკრაინელი ერის გმირული წინააღმდეგობა, რომელიც რუსეთის დამარცხებით დასრულდება".

ამავდროულად, მან გააკრიტიკა ემანუელ მაკრონის განცხადება უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნის თაობაზე.