ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა აქვეყნებს

 

ფრანგული პრესა ევროპარლამენტის არჩევნების დასრულებისას გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს მიმოიხილავს და ემანუელ მაკრონის პარტიის მემარჯვენეებთან აშკარა მარცხზე საუბრობს.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა 32,3% დააგროვეს, მეტი ვიდრე მაკრონის პარტიამ და სოციალისტებმა (პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის, რაფაელ გლუკსმანის პარტია და სოციალისტური პარტია)  ერთად - 29,6%

არჩევნების შედეგები ფრანგმა პოლიტიკოსებმა ემანუელ მაკრონის მარცხად შეაფასეს და მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდეს. (სოციალისტებმა წინა არჩევნებთან შედარებით შედეგი 8%-ით გააუმჯობესეს).

ახლახან ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) დაშლის შესახებ გამოაცხადა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა