რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქმით, რუსეთი ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" პირველ სამიტს არ დაესწრება. 

ზახაროვას თქმით, რუსეთი ჯერ კიდევ "აგრძელებს მუშაობას პოზიციის ჩამოყალიბებაზე" მშვიდობის საბჭოსთან დაკავშირებით.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია 19 თებერვალს ვაშინგტონში "მშვიდობის საბჭოს" პირველი სამიტის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკულ გამოცემებს აშშ-ს მაღალჩინოსნები და მოწვეული ქვეყნების დიპლომატები უყვებიან.

საბჭო, რომელსაც ტრამპი თავმჯდომარეობს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო როგორც შეზღუდული ორგანო, რომლის ამოცანაც ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის ზედამხედველობა იქნებოდა. თუმცა ქარტიის პროექტის მიხედვით, მისი მისია მას შემდეგ გაფართოვდა და მთელ მსოფლიოში კონფლიქტების რეგულირების მიზანი მოიცვა.