რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ჯონ ჰილის განცხადება, რომ ის ვლადიმირ პუტინს გაიტაცებდა და ომის დანაშაულებისთვის პასუხს აგებინებდა.

"ბრიტანელი გარყვნილების აღგზნებული ფანტაზიებია", - თქვა ზახაროვამ ჰილის განცხადებაზე.

როგორც გაზეთი Telegraph იუწყება, კიევში ვიზიტის დროს ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს გაიტაცებდა, დააპატიმრებდა და ომის დანაშაულებისთვის პასუხს აგებინებდა.