მტკიცედ ვგმობთ ირანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციულ საგარეო ჩარევას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ. განაცხადა.

"მტკიცედ ვგმობთ ირანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციულ საგარეო ჩარევას. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დასავლეთის მტრული პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური შედეგების ნეიტრალიზების ეფექტიანი გზების მოსაძებნად, საზოგადოებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას ავლენს.

ისინი, ვინც ირანის წინააღმდეგ 2025 წლის ივნისში განხორციელებული აგრესიის გასამეორებლად გარედან ინსპირირებული არეულობების საბაბად გამოყენებას გეგმავენ, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისთვისა და გლობალური საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ასეთი ქმედებების დამანგრეველ შედეგებს უნდა აცნობიერებდნენ.

ამასთან, მტკიცედ ვგმობთ ირანის უცხოელი პარტნიორების შანტაჟის უხეშ მცდელობებს, სავაჭრო ტარიფების გაზრდით", - განაცხადა ზახაროვამ.