დავიღალე ამ უგემოვნო ზღაპრებით, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა დამოუკიდებელი გამოძიების დასკვნას, რომლის თანახმადაც, ორმაგი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ გამოყენების განკარგულება, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინმა გასცა.

„ბრიტანეთმა განაცხადა, რომ იულია სკრიპალის „ელექტრონული მოწყობილობა გატეხეს“. რატომ არ საუბრობს თავად იულია სკრიპალი იმაზე, თუ რა ხდება? როგორ ცხოვრობდა ის ამდენი წლის განმავლობაში? რა სჭირს მის მამას? რატომ უტოლდება „იულია სკრიპალის ელექტრონული მოწყობილობის“ გატეხვა „სახელმწიფოს მთლიანობის შელახვას“? დავიღალე ამ უგემოვნო ზღაპრებით“, – წერს წერს ზახაროვა.

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების დასკვნის მიხედვით, სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ გამოყენების განკარგულება, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, რადგან პარფიუმის ბოთლი შეიცავდა იმდენ მომწამვლელ ნივთიერებას, რაც საკმარისი იყო ათასობით ადამიანის მოკვლისთვის.

ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა და რუსეთის ელჩი დაიბარა.

თარგმანი: პირველი არხი