განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

"შევხვდი ესტონეთში საქართველოს ელჩ ზურაბ ხამაშურიძეს და ტალინში ახალ პოზიციაზე წარმატებები ვუსურვე. მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის იზიარებდნენ განსაკუთრებულ კავშირს, ამიტომ, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება", – წერს მარგუს ცაჰკნა.