ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის მიღების ფაქტს ეხმიანება.

"შემაშფოთებელია იმის ნახვა, თუ როგორ არღვევს საქართველო, ოჯახური ღირებულებების დაცვის დევიზით, ზოგიერთი უმცირესობის უფლებას", - წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.