მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუპურში აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს.
ეს რუბიოს რუს კოლეგას მეორე შეხვედრა იქნება. პირველი შეხვედრა ამ წლის დასაწყისში საუდის არაბეთში შედგა. ბოლო თვეების განმავლობაში მათ ტელეფონით არაერთხელ ისაუბრეს, მაშინ როცა აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობდა.
CNN შეხვედრის დაწყებამდე წერდა, რომ შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემის საჯარო მზაობის ფონზე წარიმართება.