საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის მოკავშირეები უახლოეს დღეებში, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნის "რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ". ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანგულ გამოცემა Paris Match-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"მომდევნო 8-10 დღეში ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე. ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ფრთხილი ვარ, რადგან გადაწყვეტილების ნაწილი მოსკოვზეა დამოკიდებული," - აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე დაგმო უკრაინაზე ზეწოლის მცდელობები, რათა დაეთანხმოს მშვიდობის შეთანხმებას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მეტ დათმობებს მოითხოვს უკრაინისგან და ვიდრე რუსეთისგან.
"ეს მართლაც იყო ზოგიერთი ძალის მიზანი, მაგრამ მიუღებელია, რომ ზეწოლა მხოლოდ უკრაინაზე მიმდინარეობდეს; ჩვენ, ამერიკელებთან ერთად, უნდა ვიყოთ მზად გავამკაცროთ ჩვენი პოზიცია რუსეთთან მიმართებით, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას. მჯერა, რომ ამერიკელები დავარწმუნე იმაში, რომ საჭიროა მუქარებისა და, შესაძლოა, სანქციების გამკაცრება, რათა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს," - თქვა მან.