საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, მის თქმით,  ამის შესახებ განცხადება,  შესაძლოა, ივნისში, გაეროს კონფერენციაზე გაკეთდეს, რომელსაც საფრანგეთი და საუდის არაბეთი ერთობლივად მასპინძლობენ.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი უნდა წავიდეს პალესტინის აღიარებისკენ და უახლოეს თვეებში უნდა მოხდეს.

"ჩვენი მიზანია, საუდის არაბეთთან ერთად ივნისში გავმართოთ გაეროს კონფერენცია, სადაც ჩვენ შევძლებტ დავასრულოთ ეს ნაბიჯი რამდენიმე მხარის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.