"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული მისწრაფება ევროპელთა მტკიცე მოთხოვნაა - ევროპა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში დაიცავს". - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
ცნობისთვის, მაკრონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთსა და უკრაინას შორის "უნდა მოხდეს გარკვეული ტერიტორიების გაცვლა".