საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის ბრაზი ვლადიმერ პუტინისადმი უნდა იყოს მიმართული. მაკრონმა აღნიშნულის შესახებ მადაგასკარში ვიზიტისას განაცხადა.

„ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააკეთოს – საბოლოოდ შეწყვიტოს ტყუილი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონის თქმით, პუტინი ამერიკელებს ეუბნება, რომ მშვიდობა სურს, მაგრამ ამავე დროს, უკრაინის დაბომბვას აგრძელებს.

„უკრაინაში სურთ მხოლოდ ერთი პასუხი: სურს თუ არა პრეზიდენტ პუტინს, დათანხმდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას? პუტინი თუ იტყვის, დიახ, მაშინ იარაღი გაჩუმდება ხვალვე, სიცოცხლეები გადარჩება. აშშ-ის ბრაზი უნდა იყოს მიმართული ერთადერთი ადამიანის მიმართ, პრეზიდენტ პუტინისკენ“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა: „ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება, მოდით, დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება“.

თარგმანი: პირველი არხი