საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მას ატყუებდა.

მან მიმართა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ვიეტნამი და ინდონეზია, რომლებიც ტრადიციულად მოსკოვისგან ყიდულობდნენ იარაღს, მაგრამ ახლა ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებენ.

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი, "ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მხარდაჭერით უკრაინაში ომის წარმოებით, არა მხოლოდ ევროპის, არამედ აზიის დესტაბილიზაციას ახდენს".

მისივე თქმით, ტრამპი მიხვდა, რომ პუტინმა ის მოატყუა.

"მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ როდესაც პუტინი მას მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ ელაპარაკებოდა, ის ტყუოდა", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.