საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.
"ელისეის სასახლე, ორშაბათი, 2025 წლის 26 მაისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, ბატონ დონალდ ტუსკთან, პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და ბატონ ფრიდრიხ მერცთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ერთად, ქართველ ხალხს მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გავუგზავნოთ და კიდევ ერთხელ გავიმეორთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს.მაშასადამე, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იქნას გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს უნდა შეიცვალოს, ხოლო საჭირო რეფორმების პროცესი განახლდეს.საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები", - ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.