ბელარუსის დიქტატორი, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადენოვირუსი გადაიტანა. 

"და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე სიკვდილს ვაპირებ, დამშვიდდით, ეს მხოლოდ უაზრო საუბრებია მესინჯერებში და ტელეგრამ-არხებში. ადენოვირუსი, თუ რა იყო, ჰო, ადენოვირუსი. არაუშავს, 3 დღეში მომარჩინეს",- განაცხადა ლუკაშენკომ ჯანდაცვის საკითხებისთვის მიძღვნილ თათბირზე.