გვჭირდება გარანტია, რომ, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს ბელარუსს, როგორც თავის ტერიტორიას, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიუგუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დასავლეთის ქვეყნები არ ასრულებენ ბუდაპეშტის მემორანდუმით ნაკისრ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ბირთვული იარაღის გატანის სანაცვლოდ იყო მიცემული“ - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ეს ეხება ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც, კერძოდ, მან ახსენა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

როგორც ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, ასეთ პირობებში მას სურს, უსაფრთხოების სრული გარანტიები მიიღოს რუსეთისგან.

გასულ კვირას ლუკაშენკო რუსეთში იმყოფებოდა, სადაც პუტინს შეხვდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციას მოამზადებდნენ.