ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება.

"ევროპა ცალსახად ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს. ჩვენ დავინახეთ, თუ რა გამოიწვია უკრაინისადმი დოზირებულმა და ნაწილობრივმა მხარდაჭერამ. იმპერიული ამბიციების მქონე რუსეთი არ გაჩერდება. მას უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მთლიანად სჭირდება. ის უნდა შევაჩეროთ!",- წერს დიპლომატი.