რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და დავამატებდი - როგორც მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, შვედეთში ლიეტუვის ელჩი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს.

"რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და დავამატებდი - როგორც მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება. რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევია და უბრალოდ არასწორია!", - წერს ლინას ლინკევიჩუსი.