ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე წერს.
"მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იყოს საზოგადოების კონსოლიდაციისა და სტრატეგიულ ინტერესებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე კონცენტრირების საწინდარი. სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს." - წერს ლინკევიჩუსი.