ვგმობთ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.

"ვგმობთ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს. ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში", – წერს კესტუტის ბუდრისი.