ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გადასცა.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელ სამხედროებს საჭირო საველე ტექნიკა და ათიათასობით მშრალი კვების კომპლექტი გადაეცა.
თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ზამთრის პირობებში საველე აღჭურვილობის მნიშვნელობას.
„ვაგრძელებთ უკრაინის მიმართ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას. დღეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებამდე საველე მომსახურების ძირითადმა აღჭურვილობამ და ათიათასობით მშრალი კვების კომპლექტმა მიაღწია. ჩვენ უკრაინის დახმარებას ვაგრძელებთ და ხაზს ვუსვამთ ზამთრის პერიოდში ასეთი დახმარების მნიშვნელობას“, - ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.