ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ. ეს ნიშნავს, რომ პირველი იანვრიდან სხვა შეზღუდვებთან ერთად რუსული ალმასის იმპორტი ეტაპობრივად აიკრძალება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სექტორულ და ინდივიდუალურ სანქციებს აწესებს.
"ევროპული საბჭო მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას", - ნათქვამია დასკვნით განცხადებაში.
Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების ტექსტი ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში იყო შეთანხმებული, თუმცა ავსტრია გვიან ღამემდე თავს იკავებდა მისი მხარდაჭერისგან. გამოცემა წერს, რომ ავსტრია უკრაინული შავი სიიდან Raiffeisen Bank International-ის ამოღებას ცდილობდა. ბანკი რეესტრშია შეტანილი, რადგან რუსეთის შეჭრის შემდეგ კვლავ აგრძელებს მოსკოვში მუშაობას.
სხვა საკითხებთან ერთად, სანქციების ახალი პაკეტი რუსული ნავთობის შეზღუდვების შესასრულებლად დოკუმენტების მიმართ ამკაცრებს მოთხოვნებს. ევროპულ კომპანიებს ასევე მოეთხოვებათ თავიანთ კონტრაქტებში შეიტანონ პუნქტი, რომელიც კრძალავს ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტს რუსეთში.
გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს რუსული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვას 2024 წლის იანვრიდან და ეტაპობრივი აკრძალვა რუსული ალმასებისა, რომლებიც მესამე ქვეყნებში დამუშავდა.