ამის შესახებ გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA იტყობინება. 

DPA-ს ცნობით, აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქალაქ დერნაში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5200-ს მიაღწია

მაშველები კვლავ პოულობენ დაღუპულებს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონში, - თქვა ტარექ ალ-ხარაზმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მთავრობისა, რომელიც აკონტროლებს ორად გაყოფილი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს.

შეგახსენებთ, რომ  საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის დღევანდელი განცხადების თანახმად, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.