ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს

ზლიერმა წვიმემა, რომელიც ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქარიშხალს მოჰყვა, წყალდიდობა გამოიწვია, ამ უკანასკნელმა კი ქალაქ დერნასთან ახლოს ორი დამბა გაანგრია და ქალაქის მთელი კვარტალი დატბორა.

 ქალაქ დერნაში ამ დროისთვის სულ მცირე 1000 ცხედარია ნაპოვნი. ოფიციალურ პირთა განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლი ბევრად მეტი იქნება.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ჩვენი დამოუკიდებელი წყაროებიდან, რომ დაკარგული ადამიანების რაოდენობა ამჟამად 10 000-ს აღწევს“, - განუცხადა ჟურნალისტებს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა ტამერ რამადანმა.