ლიბიაში ხელისუფლების ცვლილებიდან მუამარ კადაფის პირველი მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კაფაფის მხარდამჭერებმა, მისი რეჟიმის დამხობიდან პირველად გამართეს აქცია მის მხარდასაჭერად.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა კადაფის შვილების - საადის და სეიფ-ალ-ისლამის გათავისუფლება იყო.

დემონსტრაცია ბენგაზიში გაიმართა. აქტივისტები ლოზუნგებით "არა ისლამურ სახელმწიფოს", "არა მუსლიმ ძმებს" გამოდიოდნენ. აქტივისტებს ხელში კადაფის მმართველობის რეჟიმის იდეოლოგიის აღმნიშვნელი - ჯამახირიის დროშა ეკავათ.

ცნობილია, რომ 2011 წლის მოვლენების შემდეგ, საადი კადაფი ტრიპოლიში, პროისლამისტური დაჯგუფების წევრების ტყვეობაში იმყოფება. მისი ექსტრადიცია ჰააგის სასამართლომ არაერთგზის მოითხოვა, თუმცა ტრიპოლი საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს დღემდე უპასუხოდ ტოვებს.