რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიის სახით უცხო ქვეყნების სამხედროების განლაგება რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია. 

"როგორც დასავლეთის დისკუსია უკრაინულ მხარესთან აჩვენებს, ყველა ეს გეგმა დაკავშირებულია იმასთან, რომ გარანტიების სახით უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ძალები განალაგონ. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც ასეთ გეგმებს იგონებენ, უბრალოდ ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, ან, იმედია, ესმით, რომ რუსეთისთვის და ყველა საღი აზრის მქონე პოლიტიკური ძალისთვის ევროპაში ეს სრულიად მიუღებელია" – ამბობს ლავროვი.