ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ტერიტორიების ოკუპაცია, - ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა: ჩვენ არასდროს ვამბობდით, რომ ტერიტორიების უბრალოდ ოკუპაცია გვჭირდება. არც ყირიმი, არც დონბასის, არც ნოვორასიის, როგორც ტერიტორიის მიტაცება, არ ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი ხალხის დაცვა იყო, რუსი ხალხის, რომლებიც ამ მიწებზე საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ, ვინც აღმოაჩინეს ეს მიწები, ყირიმშიც და დონბასშიც სისხლი დაღვარეს და დააარსეს ქალაქები - ოდესა, ნიკოლაევი და ბევრი სხვა", - განაცხადა ლავროვმა.