რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები თანაბარ საფუძველზე უზრუნველყონ შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა.
მისი თქმით, რუსეთის გარეშე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვას აზრი არ აქვს.
მისივე თქმით, რუსეთი ვერ დათანხმდება კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები მის გარეშე გადაწყდეს.
"ეს არ გამოვა. არაერთხელ განვმარტეთ, რომ რუსეთი საკუთარ ინტერესებს გადაჭარბებით არ აღნიშნავს, მაგრამ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს მტკიცედ და მკაცრად დავიცავთ. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მშვენივრად ესმით, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების სერიოზულად განხილვა რუსეთის ფედერაციის გარეშე უტოპიას და არსაითკენ მიმავალ გზას წარმოადგენს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.