ნატო-ს თავდაცვის ხარჯების ზრდა რუსეთის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, მოსკოვმა იცის, როგორ უზრუნველყოს უსაფრთხოება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, ევროპის მთავრობების გეგმები თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა ფულიც ბოლო წლებში უკვე გამოიყენებოდა რუსეთთან უაზრო დაპირისპირების დასაფინანსებლად უკრაინაში.

„ჩვენ ვიცით, რა მიზნებს ვისწრაფვით, არ ვმალავთ მათ, ღიად ვაცხადებთ, ისინი აბსოლუტურად ლეგალურია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ნებისმიერი ინტერპრეტაციის თვალსაზრისით. ვიცით, რა საშუალებებით უზრუნველვყოფთ ყოველთვის ამ მიზნების მიღწევას“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

25 ივნისს ნატოს სამიტის შედეგად, წევრმა ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, რომ 2035 წლისთვის ყოველწლიურად თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 პროცენტი გამოყონ.

თარგმანი: პირველი არხი