ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე იმედოვნებს, რომ "აგენტების კანონზე" პრეზიდენტი მიერ დაანონსებული ვეტო "იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მთავრობამ მთლიანად გადახედოს მის გადაწყვეტილებას". ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მოხარული ვარ, რომ მომეცა პატივი დავბრუნებულიყავი კვლავ საქართველოში. ჩვენ ვართ საქართველოს ძალიან ახლო მეგობრები. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ თქვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩავერიოთ უხეშად, მინდა, ამას ხაზი გავუსვა. ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციაში არის გაწერილი არის მისი ევროკავშირსა და NATO–ში გაწევრიანების სურვილი და 80%-ზე მეტი ქართველი უჭერს ამ დებულებას მხარს, ჩვენ როგორც ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები და როგორც ნორდიკული ქვეყნების წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და NATO–ს ქვეყნებმა ფინანსური, პოლიტიკური და სხვადასხვა კაპიტალი გავიღეთ, რომ დავხმარებოდით ამ ამოცანის შესრულებისთვის საქართველოს და მინდა ძალიან ცალსახა ვიყო და აღვნიშნო, რომ ეს ინტერესი დარჩება უცვლელი. ჩვენ გვინდა და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად და ნაწილად. მისი ევროპული გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის გზა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ალბანეთის და სხვადასხვა ქვეყნების.
ჩვენ ძალიან ცალსახად გვსურს, დავაფიქსიროთ ის წუხილები, რომლებიც ამ ეტაპზე გვაქვს. ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროებს ძალიან პრაქტიკულ პრაგმატულ ნაბიჯებს, იმისთვის რომ მოერგოს ქვეყანა, მისი სამართლებრივი სისტემა, აღმასრულებელი, ევროპულ სტანდარტებს. ეს ევროპული სტანდარტები არის, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ. ეს არის ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ყველა კანდიდატ ქვეყანას ევალება იმავეს შესრულება, ამ მიმართულებით ძალიან რთულია, გავიგოთ რატომ უნდა ყოფილიყო ეს კონკრეტული კანონი შემოღებული ახლა.
ჩვენ გავიგეთ გზავნილი ვეტოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მთავრობამ მთლიანად გადახედოს მის გადაწყვეტილებას. კიდევ გვაქვს რიგი კანონპროექტებისა, რომლებზეც გვაქვს რიგი წუხილები, ასევე ჩვენ გვადარდებს საპროტესტო აქციები როგორ მიმდინარეობს და ის ძალადობრივი აქტები, რომლებიც მიმდინარეობს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი მოსახლეობის უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა. ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებიც ვართ ძალიან ღია და ძალიან დიდი კაპიტალი გავიღეთ საქართველოს დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში", - განაცხადა მან.