კვლევის მიხედვით, ყოველდღიური გასეირნება ადრეულ სიკვდილს ხელს უშლის. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, იუწყება BBC. არ არის აუცილებელი, იყო მორბენალი ან სპორტსმენი, რათა ვარჯიშისგან სარგებელი მიიღო - უბრალოდ სწრაფი სიარული თქვენს ყოველდღიურობად აქციეთ.
აღმოჩნდა, რომ თუ ყოველი ადამიანი დღეში 11 წუთი მაინც ივარჯიშებს, 10-იდან ერთი ნაადრევი სიკვდილის პრევენცია იქნება შესაძლებელი.
თუმცა, ადამიანების უმეტესობა, კვირაში რეკომენდებული მინიმუმ 150-წუთიან ვარჯიშს ვერ ახერხებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, ვარჯიში უკეთესია, ვიდრე არაფრის გაკეთება.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური რეკომენდაციას უწევს, რომ ყველამ გააკეთოს კვრაში 150-300 წუთიანი კარდიო ვარჯიშები, 75-150 წუთიანი ენერგიული აქტივობა, რომლის დროსაც გულისცემა ჩქარდება.
მკვლევართა ჯგუფმა განიხილა ასობით კვლევა ფიზიკური აქტივობის სარგებლის შესახებ და დაასკვნა, რომ რეკომენდებული რაოდენობის ნახევრის გაკეთებასაც კი, შეუძლია თავიდან აიცილოს გულის დაავადების ყოველი 20 შემთხვევიდან ერთი და კიბოს 30 შემთხვევიდან ასევე ერთი.
ეს უდრის კვირაში 75 წუთს, ანუ დღეში 11 წუთს ველოსიპედით სიარულს, სწრაფ სიარულს, ცეკვას ან ჩოგბურთის თამაშს.
"უნდა იგრძნოთ, რომ მოძრაობთ, გული უფრო სწრაფად სცემს, მაგრამ არ არის აუცილებელი, სუნთქვის გაძნელების შეგრძნება გქონდეთ", - ამბობს ექიმი სორენ ბრაიჯი, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
ეს რაოდენობა საკმარისია გულის დაავადების 17%-ით და ინსულტის რისკის 7%-ით შესამცირებლად.
რეგულარული ვარჯიში ამცირებს სხეულის ცხიმს და არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ძილს და გულის გრძელვადიან ჯანმრთელობას.
ვარჯიშის სარგებელი კიდევ უფრო მაღალი იყო ზოგიერთი სპეციფიკური კიბოსთვის, როგორიცაა თავისა და კისრის, კუჭის, ლეიკემია და სისხლის კიბო, მაგრამ უფრო დაბალი იყო ფილტვის, ღვიძლის, ენდომეტრიუმის, მსხვილი ნაწლავის და მკერდის კიბოსთვის.
NHS-ის მიერ რეკომენდებული ვარჯიში ყველასთვის ადვილი არ არის, სამიდან ორი ადამიანი ამბობს, რომ 150 წუთზე ნაკლებს (2,5 საათს) ვარჯიშობს და 10-იდან ერთი კვირაში 300 წუთზე მეტს (ხუთ საათს) ვარჯიშობს.
"თუ კვირაში 150 წუთიანი ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის იდეა ოდნავ შეგაშინებთ, მაშინ ჩვენმა აღმოჩენებმა უნდა გაგახაროთ", - ამბობს დოქტორი ბრაიჯი.
ანალიზი, რომელიც გამოქვეყნდა British Journal of Sports Medicine-ში, განიხილავდა წინა კვლევას ვარჯიშის სარგებლის შესახებ.
მათ გამოთვალეს, რომ თუ კვლევის ყველა მონაწილე კვირაში 150 წუთს მაინც ივარჯიშებდა, ადრეული სიკვდილის ყოველი მეექვსე შემთხვევის პრევენცია იქნებოდა შესაძლებელი.
მკვლევრები ამბობენ, რომ ზოგიერთი ჩვევის შეცვლა აუცილებელია.
მაგალითად, ისინი გვირჩევენ, რომ სამსახურში ან საყიდლებზე, მანქანის ნაცვლად, ფეხით ვიაროთ.
NHS რეკომენდაციას უწევს, რომ მოზარდები, კუნთების გამაძლიერებელი სპორტით კვირაში ორჯერ დაკავდნენ.