ამერიკულ გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

დმიტრო კულებას თქმით, ის უკვე არ ითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებს თავაზიანად.

„თავაზიანმა და წყნარმა დიპლომატიამ არ იმუშავა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

უკრაინამ Patriot-ის პირველი ბატარეები გასულ ზაფხულს მიიღო, მაგრამ სამი ბატარეა, რომელიც ახლა აქვს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დაიცვას ქვეყანა რუსეთის საჰაერო დარტყმებისგან.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლიერია უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის, რომელიც უკვე ბევრმა ქვეყანამ გაუწია უკრაინას, მაგრამ მან ასევე დაიწყო იმედგაცრუების საჯაროდ გამოხატვა მუდმივი მხარდაჭერის შეზღუდვის გამო.

„ჩვენ ყველაფერი ვცადეთ და, როგორც ჩანს, არაფერი მუშაობს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

„პრობლემა ის არის, რომ ხალხი უბრალოდ შეეჩვია ომს, რომელიც სადღაც მიმდინარეობს. გაქრა განცდა, რომ რეგულარულად საჭიროა საგანგებო გადაწყვეტილებები, რათა ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს“, - დასძინა მან.