ადრე თუ გვიან გერმანია უკრაინას Leopard-ის ტანკებს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
ეს ადრეც გვინახავს - თვითმავალი ჰაუბიცები, საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T და Patriot, ასევე Marder. სქემა ყოველთვის ერთი და იგივეა: ჯერ ამბობენ არა, შემდეგ გააფთრებით იცავენ თავიანთ გადაწყვეტილებას, რათა საბოლოოდ თქვან დიახ." - განაცხადა მან Tagesschau-სთან ინტერვიუში გერმანიის მთავრობის პოზიციის კომენტირებისას.
კულებამ ასევე გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდა, სხვა ქვეყნებს მიეცეთ კიევისთვის Leopard-ის ტანკების გადაცემის საშუალება.
"ეს მაინც მოხდება - ეს უბრალოდ დროის საკითხია", - ხაზგასმით აღნიშნა მან, "რატომ ტანჯავთ საკუთარ თავს, ჩვენ და ყველას და უბრალოდ, დაყოვნების გარეშე, არ იღებთ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ?"
ამასთან, მინისტრმა უარყო გერმანელი პოლიტიკოსების შიში, რომ გერმანული იარაღის მიწოდებამ შეიძლება ესკალაცია გამოიწვიოს. მან განაცხადა, რომ ბერლინში ან ევროპის სხვა დედაქალაქებში მიმდინარე დებატების ყოველი დღე ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცების დაღუპვას ნიშნავს "არტილერიის ან სატანკო საცეცხლე მასალის ნაკლებობის გამო."