ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული განახლებული სიის თანახმად, „კროკუს სიტი ჰოლში"  მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა.  

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ სია შედგენილია 27 მარტის 20:00 საათისთვის და ეფუძნება რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას.

„სიის კორექტირება მოხდება სასამართლო-სამედიცინო კვლევის მონაცემების საფუძველზე“, - ნათქვამია განცხადებაში.