დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14–მდე გაიზარდა, დაშავებულია 43 ადამიანი, – განაცხადა დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა.
მისივე თქმით, მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები და იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა ჩატარდება.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთმა თავდასხმისთვის საავიაციო რაკეტა X-38. ჭურვის ქობინი იწონის 250 კგ-ს, ფრენის დიაპაზონი 40 კილომეტრია. დაღუპულთაგან რა ადამიანის ამოცნობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ჟურნალისტმა სერგეი გორბატენკომ, რომელმაც თავდასხმის ადგილი მოინახულა, დაადასტურა, რომ ცხედრების იდენტიფიცირება მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ დნმ-ით იქნება შესაძლებელი: "აფეთქება და ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვნახე ნახშირად ქცეული ცხედრები".
სუპერმარკეტის მენეჯერმა თქვა, რომ თავდასხმისას დაახლოებით, 50 ადამიანი იყო შენობაში.